ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

The USAID Economic Governance Program-ის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

14 ივნისს, 12:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ The USAID Economic Governance Program-ის წარმომადგენლები გიორგი პატარკაციშვილი და სოფო გელაძე.

მომხსენებლები ისაუბრებებენ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ, რომელიც გულისხმობს  სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას მარკეტინგის, სოციალური მედიის, ფინანსებისა და სამართლის მიმართულებით.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ით და მასზე დასწრების შესაძლებლობა გექნებათ წინასწარი რეგისტრაციით: https://cutt.ly/Znzku73

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის ხუთწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას უკეთესი საინვესტიციო და ეკონომიკური გარემოს შექმნაში. პროგრამა მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ეკონომიკური პორტფელის რეფორმები, არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციული განვითარება, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება.

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერია HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი  StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2021 წელი

ბანერები