ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

თბილისის მერიის პროგრამა – სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა

ახალი ამბები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებში სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, უმაღლესი განათლების სამივე აკადემიურ საფეხურზე.

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყება 2025 წლის 5 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით (თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).

სტუდენტებს განცხადებების შეტანა ასევე შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: https://ms.gov.ge/home (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

2025 წელი

 

ბანერები