ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

სტუდენტური პროექტი „ლიტოდისეა“ - საინფორმაციო შეხვედრა „ლიგამუსში“

ღონისძიებები

8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტურ პროექტთან „ლიტოდისეა“ დაკავშირებით.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა „ლიტოდისეას“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას დაიფინანსოთ სწავლა ან მიიღოთ სტიპენდია. 

„ლიტოდისეა“ ატარებს ლიტერატურულ ვიქტორინას, რომელშიც კითხვის მოყვარული სტუდენტები გუნდებად ერთიანდებიან და პასუხობენ შეკითხვებს მხატვრული ნაწარმოებებიდან. გამარჯვებული გუნდის სამივე წევრს დაუფინანსდება სწავლა ერთი წლით.

  • დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: goo.gl/6Wso4j
  • მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით 18 ნოემბრამდე: goo.gl/74nFzp

იკითხე, გაიმარჯვე და დაიფინანსე სწავლა! 

დრო: 8 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები