ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

შეხვედრა ლიბერთის წარმომადგენელთან – BOOSTER TALKS

ღონისძიებები

23 ივნისს,  სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე.

ლიბერთი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში, ენერგიულ და დაინტერესებულ სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაზე მორგებულ გარემოს სთავაზობს და იწვევს წამყვან პოზიციებზე სამუშაოდ. 

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. 

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:

  •  როგორი დამსაქმებელია ლიბერთი სტუდენტებისთვის;

  •  როგორ სტუდენტებს ეძებს ლიბერთი;

  •  რჩევები დამსაქმებელთან ურთიერთობისთვის (CV, გასაუბრება);

  • ლიბერთი კარიერა ახალი მიმართულება ლიბერთიში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 22 ივნისის 23:59 საათისა. 

შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. 

დრო: 23 ივნისი, 15:00 საათი 

სარეგისტრაციო ფორმა

ბანერები