ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

შეხვედრა ACT-ის წარმომადგენლებთან – მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

14 ივნისს, 13:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავს კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ACT-Analysis and Consulting Team-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი თეა შამათავა.

მომხსენებელი ისაუბრებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სრული და არასრული განაკვეთით დასაქმების შესაძლებლობების შესახებ შემდეგ პოზიციებზე:

  • კვლევის ასისტენტი;
  • საველე სამუშაოების ასისტენტი;
  • ინტერვიუერი.

შეხვედრა დააინტერესებთ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ით და მასზე დასწრების შესაძლებლობა გექნებათ წინასწარი რეგისტრაციით: https://bit.ly/3cfqFok

ACT-ი,  პრემიუმ საკონსულტაციო კომპანია, მომსახურებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კერძო კომპანიებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ACT თავისი რეგიონული ოფისების მეშვეობით მოქმედებს 15-ზე მეტ ქვეყანაში – მოიცავს დსთ-ის რეგიონს, აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკას.

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

2021 წელი

 

ბანერები