საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ძირითადი ვალდებულებები:
-
ორგანიზაციის პიარ-სტრატეგიის განსაზღვრა-წარმართვა საზოგადოებრივი, სამართლებრივი და მმართველობით სფეროში მოვლენების კვალდაკვალ;
-
შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად სხვადასხვა კომუნიკაციური აქტივობის (პრესკონფერენციები, კონფერენციები, აქციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები) დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
-
მედიარელიზების, ანონსების, განცხადებების, ოფიციალური მიმართვების მომზადება ორგანიზაციაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
-
ორგანიზაციის საქმიანობის გაშუქება და მონიტორინგი მედიაში;
-
მედიასაშუალებებთან, ორგანიზაციებსა და სამოქალაქო ჯგუფებთან ურთიერთობა;
-
ორგანიზაციის საქმიანობისა და სერვისების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი ინფორმირება, პარტნიორებსა და კლიენტებთან კომუნიკაცია;
-
მედიადაფარულობაზე უზრუნველყოფის მენეჯმენტი;
-
ყოველდღიური პრესის მიმოხილვის მომზადება;
-
პროექტების თემატიკის გარშემო პუბლიკაციების, გადაცემებისა და ელექტრონული მასალების შეგროვება და ელ-კრებულში განთავსება;
-
ვებგვერდის მუდმივი განახლება და ინტერნეტრესურსების (facebook, Twitter, Instagram) მაქსიმალური გამოყენება;
-
ვიდეო-ფაილებთან მუშაობა;
-
ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია უშუალო გუნდთან, ხელმძღვანელსა თუ პარტნიორებთან;
-
შიდა ორგანიზაციულ ურთიერთობაზე ზრუნვა;
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება:
უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე სფეროში. აპლიკაცია შეუძლიათ გააგზავნონ II, III, IV კურსის სტუდენტებმა.
პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:
-
ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიისა და საზოგადოებრივი ფუნქციის სიღრმისეული გააზრება;
-
ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობის განცდის მაღალი ხარისხი;
-
ორგანიზაციის ღირებულებების მიმართ ერთგულება და განვითარება;
-
ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
-
საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულების უნარი;
-
კოლეგის პატივისცემის მაღალი ხარისხი;
-
თავისუფლების მაღალი ხარისხი და პოლიტიკური მიუმხრობლობა;
-
გავლენის ჯგუფებისგან დისტანცირება;
-
კომუნიკაბელობა, დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
-
გუნდური მუშაობის უნარი, გულწრფელობის მაღალი ხარისხი;
-
განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარი;
-
შედეგზე ორიენტირება და ანალიზი;
-
დისციპლინის პატივისცემა და თვითორგანიზება;
-
კრეატიული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
-
პრესრელიზების, საინფორმაციო განაცხადების, წლიური ანგარიშების და სხვა ბეჭდური მასალის მომზადების უნარი;
-
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
-
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ავტობიოგრაფია – CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია – საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
ორგანიზაციის PR სტრატეგიის მონახაზი ჩვენი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ ერთ საკითხზე (მაქსიმუმ 2 გვერდი)
იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ მხოლოდ ქართულენოვანი რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: vakanciayb@gmail.com და სათაურში მიუთითეთ „PR მენეჯერი".
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 24 ოქტომბერი