ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტური კონცერტი

8 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტები: გიორგი გაბუნია, თამარ გიორგაძე, მარიამ ელიკაშვილი, ლიკა მენაბდე, სალომე მონასელიძე, აიშან ჰასანალიევა, სალომე ლომიძე, მარიამ ბეჟუაშვილი, ნიკოლოზ შენგელია, ბადი ანთაძე, დათო ალადაშვილი.

კონცერტზე შესრულდება როგორც კლასიკური და თანამედროვე პროფესიული მუსიკის, ისე ჯაზური ნაწარმოებები. მიმართულებას ხელმღვანელობენ პროფესორები – ნინო მამრაძე და ქეთევან შენგელია.

გელით!

დრო: 8 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები