საქპატენტი – „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“
ახალი ამბები
ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების კურსია, განკუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების დარგით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
კურსი უფასოა და 2018 წლიდან ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.
კურსი მოიცავს 12 მოდულს და გრძელდება 6 კვირა. სწავლების პროცესს დამოუკიდებლად მართავს მონაწილე, ინდივიდუალურად ეცნობა სასწავლო მასალას და საჭიროებისამებრ მიმართავს კურსის ტუტორებსა და სხვა მონაწილეებს სადისკუსიო ფორუმზე.
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ელექტორნული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც მას შეეძლება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სხვა სპეციალიზებული კურსების გავლა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
კურსის მიმდინარეობის პერიოდი: 18 ოქტომბერი-22 ნოემბერი, 2021
გამოცდის თარიღი: 27-28 ნოემბერი, 2021
კურსზე რეგისტრაცია: https://bit.ly/3AliUXf
დეტალური ინფორმაცია:
- კურსის აღწერილობა – https://bit.ly/2YtIOen
- რეგისტრაციის სახელმძღვანელო – https://bit.ly/2Yvr9mg
საკონტაქტო ელფოსტის მისამართი: dl101ge@sakpatenti.org.ge
2021 წელი