ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2 სეზონის საუკეთესო უნივერსალი ლაშა კურტანიძე

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის გუნდის წევრი ლაშა კურტანიძე საქართველოს ფუტსალის მეორე ლიგის 2020/21 წწ. სეზონის საუკეთესო უნივერსალად დასახელდა. ლაშა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია და მან 19 წლის ასაკში მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა.

ლაშა კურტანიძის ასპარეზობა ფუტსალის ლიგა 2-ში წარმატებული იყო. მას სეზონის არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია და, გარდა მიღებული ნომინაციისა, 13 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტობისთვისაც იბრძოდა, მაგრამ ფინალურ მატჩში არმიელთა მოთამაშემ 1 შედეგიანი გადაცემით გაასწრო, ამიტომ მეორე ადგილს დასჯერდა. ლაშას ანგარიშზე 14 გოლია.

დაჯილდოების შემდეგ მან საჩემპიონო სერია შეაჯამა და მიღებულ პრიზზეც ისაუბრა: „სერიაში დავაქამბექეთ. პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ მოვინდომეთ და მეორე მოვიგეთ. ამის გამო ფსიქოლოგიურად წინ ვიყავით. ჯილდოს არ ველოდებოდი და გამიხარდა. ვფიქრობ, კარგი სეზონი გვქონდა, რეგულარულიც პირველზე დავამთავრეთ“.

აღსანიშნავია, რომ ლაშა კურტანიძე ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდის წევრიც არისს და საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების ფინალში გატანილი გამარჯვების გოლი სწორედ მის სახელზეა.

2021 წელი

ბანერები