ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2 სეზონის საუკეთესო მცველი დავით თაბაგარი

ახალი ამბები

განვაგრძობთ საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წწ. სეზონის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებული ილიაუნელი მოთამაშეების გაცნობას. დავით თაბაგარი ილიაუნის მეორე გუნდის კაპიტანია და დიდია მისი ძალისხმევა გუნდური ატმოსფეროს შექმნაში. დავითი ფუტსალის ლიგა 2-ის წლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა.

სეზონის განმავლობაში დავით თაბაგარმა ყველა შეხვედრაში ითამაშა და მის აქტივში მრავლად დაგროვდა მეტოქესთან მოგებული ორთაბრძოლები. მნიშვნელოვანია მისი როლი გუნდის ფსიქოლოგიურად მართვის კუთხითაც, კაპიტნის ერთ-ერთი ფუნქცია ხომ სწორედ ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ დავითი მცველია, მან სეზონის განმავლობაში სამი გოლი გაიტანა – ერთ-ერთი ფინალში. მის სახელზეა ხუთი შედეგიანი გადაცემაც.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ დავითმა სეზონი შეაჯამა და არმიასთან ფინალურ მატჩზე ისაუბრა: „ვთვლი, რომ დამსახურებულად მოვიგეთ. სეზონის სულ რამდენიმე მატჩი დავთმეთ მობილიზების გამო. ფინალშიც პირველი თამაში ნაკლები კონცენტრირების გამო წავაგეთ. ყოველთვის ვცდილობთ, მეტოქეს თავის ნახევარზე ვეთამაშოთ. არმიას ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, დაცვაშიც ერთადერთი შეცდომა დავუშვით“.

საჩემპიონო სერიაში ილიაუნიმ არმიასთან 2-1 (6-8, 5-2, 7-1) მოიგო.

ფოტო: sbm.ge

2021 წელი

ბანერები