ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

სამხრეთ კორეული კულტურის სტუდენტური კლუბი - ტაეკვანდოს წრე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის სტუდენტური კლუბისა და მასტერ ლი დუკჰვის ინიციატივით, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით იხსნება ტაეკვანდოს წრე, რომელიც მაისში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ტაეკვანდო, საბრძოლო ხელოვნების ფორმა და სპორტის სახეობა, შიშველ ხელსა და ფეხს იყენებს თავდასხმისა და თავდაცვისთვის. ვარჯიშის დროს ყურადღება გამახვილებულია გონების ვარჯიშზე სხეულთან ერთად. ტაეკვანდო ხელს უწყობს სხეულის ზრდას, გაძლიერებასა და განვითარებას, შესაბამისი ვარჯიშები კი - სტრესისა და უარყოფითი ენერგიისგან დაცლას.

გამოცდების ჩაბარების შემდეგ მონაწილეები ოფიციალურად დაეუფლებიან სხვადასხვა დონის აღმნიშვნელ ქამრებს.

ტაეკვანდო სპორტის ოფიციალური კატეგორიაა მსოფლიო ძირითად სპორტულ ღონისძიებში, როგორებიცაა: ოლიმპიური თამაშები, პანამის თამაშები, აზიური თამაშები და ა.შ. თუმცა სხვა სპორტულ სახეობებთან შედარებით ნაკლებ საზიანოა.

რეგისტრაციის გარეშე მონაწილეობა შეუძლიათ კორეული ენის პროგრამის მიმართულების სტუდენტებსა და კლუბის წევრებს. ასევე ილიაუნის სტუდენტებს, რომლებიც გამოთქვამენ მზაობას მთელი წელი ჩართულები იყვნენ ტაეკვანდოს შესწავლის პროცესში და შეავსებენ სარეგისტრაციო ფორმას. 

სარეგისტრაციო ფორმა: t.ly/sy9v

ტექნიკურ საკითხებზე გაესაუბრებიან ყველა რეგისტრირებულ პირს რიგითობის მიხედვით.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 მაისი

მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან სპორტული ეკიპირებითა და საჭირო ქამრებით.


მასტერი ლი დუკჰვი

ლი დუკჰვი, ტაეკვანდოს მწვრთნელი, გამოგზავნილია საქართველოში, რათა გაავრცელოს და გაზარდოს ცნობადობა ტაეკვანდოს შესახებ. ის პირველი ოფიციალურად გამოგზავნილი კორეელი მწვრთნელია. საქართველოს ტაეკვანდოს ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში, მაგ., ინსტრუქტორების წვრთნაში, რეგიონულ სემინარებში, სხვადასხვა ასაკის გუნდების წვრთნებსა და ვორკშოპებში.

მისი მიზანია, საქართველოს ეროვნული გუნდი იყოს ევროპაში საუკეთესო გუნდებს შორის.

როგორც მწვრთნელი, საუკეთესო მაგალითია სხვა მწვრთნელებისთვის ტაეკვანდოს საზოგადოებაში.

ლი დუკჰვი – კარიერა 

კუკივონიდან – 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე (მოვლენილია საქართველოში ტაეკვანდოს მასტერად)

2019 წელი – უნივერსალური თამაშების მწვრთნელი (საქართველოს გუნდი)

2014-2018 წწ. – მივლენილი იყო ლესოტოში (სამხრეთ აფრიკა)

2013 (ინდონეზია) 2015, 2017 (სამხრეთ აფრიკა) – მსოფლიო ტაეკვანდოს ჩემპიონატის მწვრთნელი (coach)

2012 (ინდონეზია), 2016 (სამხრეთ აფრიკა) – მსოფლიოს ახალგაზრდული ტაეკვანდოს ჩემპიონატის მწვრთნელი

2011-2013 წწ. – ინდონეზიის ნაციონალური გუნდის მწვრთნელი

2010-2011 წწ. – ბუსანის დონგანის უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი

2022 წელი

 

ბანერები