ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

PEPSICO-ს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

14 ივნისს, 14:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავს კომპანიის PEPSICO ტალანტების მოზიდვის მენეჯერი ლიანა საცერაძე. 

მომხსენებელი ისაუბრებებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის PepsiCo GO შესახებ. პროგრამა გულისხმობს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების სტაჟირებას მარკეტინგსა და წარმოების მართვაში.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ით და მასზე დასწრების შესაძლებლობა გექნებათ წინასწარი რეგისტრაციით: https://cutt.ly/snzjBML

PepsiCo, კვების პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერია HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2021 წელი

 

ბანერები