ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ანაზღაურებადი სტაჟირება

ახალი ამბები

ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, კერძოდ, პროფესიული განვითარების პროგრამა,  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის მიმართულების ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. 

ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამა დაფუძნდა 2009 წელს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ და წარმოადგენს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.    

სტაჟირების პერიოდი – 6 თვე. 

ანაზღაურება – 250 ევრო. 

სტაჟირების პროგრამის სრული აღწერა იხილეთ ინგლისურ ენაზე

დედლაინი: 9 მარტი, 2020 წ. 

 


ბანერები