ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი – ინფორმაცია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

ახალი ამბები

2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და HR Hub-ის მხარდაჭერით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების პროფილური დასაქმების ფორუმები და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.  

ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ ინფორმაცია დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ, დაეუფლოთ ეფექტური სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს შედგენის წესებს, გასაუბრების ტექნიკას, დასაქმდეთ.

დასაქმების ფორუმის ღონისძიებები გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. 

ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. შეხვედრების ნაწილი კი ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ, ონლაინ, ყველა დაინტერესებული პირისთვის. 

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმზე 25 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს დამსაქმებლების რეგისტრაცია. რეგისტრირებული დამსაქმებლების, ვაკანსიებისა და დასაქმების ფორუმზე დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

ფორუმში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით ბმულზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერია HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების

კარიერული განვითარების სერვისები, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი:

uni-jobs@iliauni.edu.ge 

pr@iliauni.edu.ge 

ბანერები