ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ილიაუნის სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

2 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდებიან. 

შეხვედრაზე სტუმრები წარმოადგენენ ინფორმაციას ექვსთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ, რომელსაც კომპანია სთავაზობს სამშენებლო მიმართულების სტუდენტებს.

სტაჟირების პროგრამა საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://goo.gl/H27Huq

გთხოვთ გვეწვიოთ.

დრო: 2 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია, (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები