ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

JTI-ის საერთაშორისო სტაჟირება – მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში 27 მაისს, 18:00 საათზე, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ JTI (Japan Tobacco International)-ის HR პროგრამების მენეჯერი ლიკა უნაძე და HR ბიზნესპარტნიორი თიკო ჯანაშვილი. 

შეხვედრის თემა: საერთაშორისო სტაჟირება Make It Bright 2021

შეხვედრა გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/erikn4MJdAuThPGi6 

JTI (Japan Tobacco International) ახალგაზრდებს სთავაზობს საერთაშორისო სტაჟირების პროგრამას Make It Bright 202. სტაჟირებაში მონაწილეობას მიიღებენ 32 ქვეყნის წარმომადგენლები. საუკეთესო გუნდს კომპანია სთავაზობს 6-თვიან საერთაშორისო სტაჟირებას, ბევრ საინტერესო პრიზსა და შესაძლებლობას.

სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3u432p1

JTI (Japan Tobacco International), თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიას ოთხჯერ მიენიჭა საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი საქართველოსა და ევროპაში.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერია HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub-ი და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

დასაქმების ფორუმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3u581pe

დრო: 27 მაისი, 18:00 საათი

2021 წელი

ბანერები