ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ილიაუნის სამართლის სკოლის შიდაშესარჩევი კონკურსი საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს შიდა კონკურსს (ბაკალავრიატი /მაგისტრატურა) შემდეგი შეჯიბრებისთვის:

  • ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრი (2018-1019)
  • ტელდერსის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესი (2018-1019)
  • ვილემ ს. ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესი (2018-2019)

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ შესარჩევი პროცესი:

I ეტაპი

  • ჯესაპისა და ტელდერის შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის სტუდენტებმა უნდა დაწერონ მოკლე მემორანდუმი (3 გვერდამდე, ინგლისურად) თემაზე:
    • რას წარმოადგენს „შეიარაღებული თავდასხმა“ საერთაშორისო სამართალში? რა შედეგი აქვს სახელმწიფოებისა და არასახელმწიფო სუბიექტების მხრიდან ძალის გამოყენებას და როდის შეიძლება ასეთი ქმედება იყოს კანონიერი?
  • ვილემ ვისის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისათვის უნდა დაწერონ მოკლე მემორანდუმი ინგლისურად თემაზე: 
    • აღწერეთ საერთაშორისო არბიტრაჟთან დაკავშირებით გამოყენებადი ნორმების იერარქია (მაგ. იურიდიული უფლებამოსილება). თეორიულად დაასაბუთეთ თქვენ მიერ აღწერილი იერარქია. 

ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 ოქტომბერი, 17:00.
ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: lawfaculty@iliauni.edu.ge

II ეტაპი

სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები უნდა წარუდგინონ შესარჩევ კომიტეტს. მათ 10 წუთი ექნებათ ზეპირი წარდგენისთვის (ინგლისურად), რომელიც ჩატარდება 2018 წლის 22 ოქტომბერს .

5 ოქტომბერს, 13:00 საათზე (აუდიტორია A103) სტუდენტებისათვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობის შესახებ.

საკონტაქტო პირი

ნატო შევარდენიძე – ტელ.: 555 941808

ბანერები