ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ილიაუნის მოთამაშეები ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ - ფუტსალის ლიგა 2

ახალი ამბები

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონი ილიაუნის გუნდის წევრებისთვის წარმატებით დაიწყო. ლაშა კურტანიძე და ნიკოლოზ ბოლქვაძე II ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ. ამასთან ლაშა კურტანიძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ჩვენი გუნდი გასულ მატჩში ქუთაისის „ქუთაისს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლაშა კურტანიძემ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ნიკოლოზ ბოლქვაძეს ხუთი საგოლე გადაცემა გაუკეთა. საბოლოოდ „ქუთაისთან“ 9-5 ვიმარჯვეთ.

ლაშა და ნიკა საქართველოს ფუტსალის ახალგაზრდულ ნაკრებში არიან მიწვეულები.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელი I ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც გვყავდა. ილიაუნის მეორე გუნდიდან ტურის საუკეთესო ხუთეულში მეკარე ნიკა ნოზაძე მოხვდა.

ფუტსალის ლიგა 2-ის III ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ჩვენი მეტოქე საქართველოს უნივერსიტეტი იქნება.

2021 წელი 

ბანერები