ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ილიაუნის კალათბურთის გუნდი სტუდენტური B ლიგის გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

მეოთხედფინალში ილიაუნის გუნდი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და  შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა, რითაც ნახევარფილნაში გავიდა.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ილიაუნის მეტოქე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა 100: 49 დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. Ფინალში კი გუნდმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ილიაუნის კალათბურთის გუნდმა სტუდენტური A ლიგის საგზური მოიპოვა და აღნიშნულ ტურნირში 2024 წლიდან ჩაერთვება.

კალათბურთის სტუდენტურ ლიგაში სულ 16 გუნდი ასპარეზობდა.

ვულოცავთ ჩვენს მოთამაშეებს ჩემპიონატის მოგებას!

ილიაუნის გუნდის შემადგენლობა:

  1. ნიკოლოზ ბიძინაშვილი
  2. ნიკოლოზ გიგაშვილი
  3. გიორგი მიროტაძე
  4. ნიკოლოზ ანანოვი
  5. ერეკლე კრავიშვილი
  6. დათა გიგუაშვილი
  7. კახაბერ დავითულიანი
  8. გიგი დოლიძე
  9. ირაკლი ბაჩილავა
  10. ნიკოლოზ ჯგერენაია
  11. კახაბერ ბაღათურია
  12. ნიკა გელაშვილი
  13. ლუკა არაბიძე
  14. ირაკლი მიქიაშვილი
  15. დემური აბდელანი

მთავარი მწვრთნელი - დავით ეძგვერაძე
გუნდის მენეჯერი: დავით თაბაგარი

2023

ბანერები