ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ილიაუნის ფუტსალის მეორე გუნდი ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

ახალი ამბები

10 ივლისს, 17:00 საათზე, ილიაუნის ფუტსალის მეორე გუნდი ფუტსალის ლიგა 2-ის გადამწყვეტ ფინალს თავდაცვის სამინისტროს გუნდ „არმიასთან“ გამართავს.

ილიაუნი 2-მა რეგულარული სეზონის 14 თამაშიდან 10 მოგებით დაასრულა, 2 კი – ფრედ და 32 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ½ ფინალში ჩვენი გუნდი ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. მძიმე ბრძოლაში სერიაში 2-1 მოვიგეთ და ფინალის საგზური მოვიპოვეთ.

საჩემპიონო სერია ორ მოგებამდე გრძელდება. ფინალში ჩვენი მეტოქე „არმიაა“, დიდი ბრძოლის უნარიანობით გამორჩეული გუნდი. მთავარი ტიტულისთვის გამართული ორივე შეხვედრა დრამატული და სანახაობრივი გამოდგა. ერთი არმიელთა სასარგებლოდ – 8-6 დასრულდა, მეორეში კი ილიაუნელებმა 5-2 იმარჯვეს და სერიაში წონასწორობა აღადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის მოთამაშე საბა მაჩიტიძეს ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 31, გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობის მთავარი კანდიდატია. ლაშა კურტანიძე კი საბასთან ერთად საუკეთესო ასისტენტობისთვის იბრძვის, მათ 12-12 საგოლე გადაცემა აქვთ.

10 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მის.: უნივერსიტეტის ქ. N15 ა.) გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება, რომელშიც ილიაუნი ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

რეგულაციების სრული დაცვით მატჩზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია! 

2021 წელი

ბანერები