ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი გაიმართა

ახალი ამბები

7-8 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და სტუდენტური საწარმოების შექმნის წახალისებას.

ტრენინგი განხორციელდა ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით, რომლებზეც სტუდენტები პრაქტიკული ვორკშოპებით გაეცნენ სტრატაპის შექმნის, ბიზნესის დაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრინციპებს.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი გურპრიტ ჯაგპალი და ილიაუნის მოწვეული ლექტორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი, მეწარმე დავით ჩეჩელაშვილი.

ტრენინგები გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში გადამზადებულ ბენეფიციარებსა და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პიჩინგ კონკურსში. კონკურსის გამარჯვებულები ვიზიტით ეწვევიან გაერთიანებულ სამეფოს და თავიანთ იდეებს საერთაშორისო დონეზე წარადგენენ. 

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები