ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ფუტსალის ლიგა: ილიაუნი VS არმია

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის გუნდი საქართველოს უმაღლესი ლიგის მორიგ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს გუნდთან „არმია“ გამართავს. მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

ჩვენი მოწინააღმდეგე პირველ ლიგაში დებიუტანტია. „არმია“ გასულ წელს ფუტსალის ლიგა 2-ში ილიაუნის მეორე გუნდის ფინალური მეტოქე იყო. დაძაბული და სანახაობრივი დასკვნითი დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

წელს ორივე გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მეტოქეც, ისევე როგორც ჩვენ, გამოცდილი მოთამაშეებით გაძლიერდა და ილიაუნი მიმდინარე სეზონში პირველი ქულების მოპოვებას სატურნირო ცხრილის მესამე ადგილოსანთან შეეცდება.

ილიაუნის გუნდსა და „არმიას“ შორის მატჩი 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო თამაშზე დასწრება აკრძალულია, თუმცა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა შეგვეძლება ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ლიგა ტარდება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით. ამ ეტაპისთვის ილიაუნის გუნდის შემადგენლობის 90% ვაქცინირებულია.

2021 წელი

ბანერები