ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

დისკუსია თემაზე: „ლგბტ უფლებები საქართველოში: წარსული, აწმყო და მომავალი“

ღონისძიებები

12 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ლგბტ უფლებები საქართველოში: წარსული, აწმყო და მომავალი“.

ღონისძიებას გახსნის პროფ. გიგა ზედანია.
დისკუსიის მოდერატორი იქნება პროფ. თამარ გურჩიანი.
დისკუსანტები იქნებიან ილიაუნის პროფესორები: გოგი გვახარია, ლევან ბერძენიშვილი, თამარ ცოფურაშვილი, თამარ ცხადაძე, მალხაზ სონღულაშვილი, თეო ხატიაშვილი, გიორგი მაისურაძე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დრო: 12 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები