დამსაქმებლების რეგისტრაცია - მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის
ახალი ამბები
2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და HR Hub-ის მხარდაჭერით მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან. ფორუმი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 000-მდე სტუდენტისა და ნებისმიერი კურსდამთავრებულისთვის.
ფორუმის ფარგლებში დარეგისტრირებულ დამსაქმებლებს შესაძლებლობა ექნებათ დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით შეხვდნენ სასურველი მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნონ დეტალური ინფორმაცია აქტიური ვაკანსიებისა და დასაქმების პირობების შესახებ, მისცენ სასარგებლო რჩევები კარიერული განვითარებისთვის, დაასაქმონ სასურველი კადრები.
ღონისძიების ფარგლებში განსხვავებული მიმართულებების მიხედვით პროფილური დასაქმების ფორუმები ჩატარდება 2021 წლის მაისსა და ივნისში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებთან შეხვედრის კონკრეტული თარიღი და დრო დამსაქმებლებთან შეთანხმებით განისაზღვრება.
თუ გსურთ დამსაქმებლის სტატუსით მონაწილეობის მიღება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმში შეავსეთ მარტივი ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 25 მაისისა: https://forms.gle/Ynax77SR8VhvyvzV6
2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერია HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების
კარიერული განვითარების სერვისები, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი