ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცხელი წყალი, ცხელი რძე

ცხელი წყალი, ცხელი რძე

მასალა: ღუმელი; 3 ერთნაირი ქოთანი; ცხიმიანი (3,2%) და უცხიმო (0%) რძე, რომელსაც ექსპერიმენტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვათავსებთ ოთახის ტემპერატურაზე; ოთახის ტემპერატურაზე შენახული წყალი; თერმომეტრი; რომლითაც უსაფრთხოდ გავზომავთ მდუღარე სითხეს.
პროცედურა: ჩავასხათ ერთი და იმავე მოცულობის წყალი, ცხიმიანი რძე და უცხიმო რძე ქოთნებში. უსაფრთხოებისთვის, ქოთნები შევავსოთ სანახევროდ. ჩავრთოთ ღუმელი და ერთსა და იმავე დროს შევდგათ სამივე ქოთანი. დავაკვირდეთ სითხეებს, სანამ სამივე მათგანი არ მიაღწევს დუღილის ტემპერატურას. განვაგრძოთ დაკვირვება დუღილის პროცესშიც. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - ცხიმის სხვადასხვა შემცველობის სხვა სითხეების გამოყენებით (შენიშვნა: ექსპერიმენტში არ გამოვიყენოთ ზეთი ან ალკოჰოლი). წყალს დავამატოთ სხვადასხვა ნივთიერება და გავიმეოროთ ექსპერიმენტი მათი გამოყენებით. ერთნაირი ქოთნების ნაცვლად გამოვიყენოთ სხვადასხვა ზომის ქოთნები, წყლის მოცულობა კი დავტოვოთ უცვლელად და დავაკვირდეთ, რომელი სითხის შემთხვევაში უფრო სწრაფად მიაღწევს სითხე დუღილის ტემპერატურას.
კითხვები:
1.  რა კანონზომიერებით ადუღდა სითხეები ქოთნებში?
2. რა ტემპერატურა ჰქონდა თითოეულ ქოთანში მოთავსებულ სითხეს დუღილისას?
3.  რა გამოჩნდა სითხის ზედაპირზე თითოეულ ქოთანში? აღწერეთ მდუღარე სითხის რეაქცია.
საკვანძო სიტყვები: დუღილი, წყალი, რძე, ცხიმი, ცილა, ნაღები, ქოთანი, თერმომეტრი, ღუმელი (ქურა)
http://www.kmo.org.pl/index.php?strona=scenariusz&scenariusz_id=144

ბანერები