ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტყის წიწმატის ზრდა

ტყის წიწმატის ზრდა

მასალა: ტყის წიწმატის თესლი; გამოხდილი და მინერალური წყალი; სუფრის მარილი; საჭმელი სოდა; ძმარი; თხევადი სასუქი; ბამბა; 6 პლასტმასის თეფში ან ბრტყელი თეფში; 6 პლასტმასის ბოთლი ან სხვა ჭურჭელი
პროცედურა: დავნომროთ თეფშები და ბოთლები 1-დან 6-მდე. თეფშებზე დავდოთ ბამბა და გავჟღინთოთ გამოხდილი წყლით. თითოეულ თეფშზე მოვათავსოთ ერთი და იმავე რაოდენობის წიწმატის თესლი (მაგალითად 30). მოვათავსოთ თეფშები მზიან ადგილას.
მოვამზადოთ ხსნარი თესლების მოსარწყავად და:

  • ჩავასხათ გამოხდილი წყალი პირველ ბოთლში;
  • ჩავასხათ გამოხდილი წყალი მეორე ბოთლში და დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი;
  • ჩავასხათ გამოხდილი წყალი მესამე ბოთლში და დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა;
  •  ჩავასხათ გამოხდილი წყალი მეოთხე ბოთლში და დავამატოთ სამი ჩაის კოვზი ძმარი;
  •  ჩავასხათ მხოლოდ მინერალური წყალი მეხუთე ბოთლში;
  •  ჩავასხათ თხევადი სასუქი მეექვსე ბოთლში (აღნიშნული ხსნარი მოვამზადოთ პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით).

მოვრწყოთ მცენარის თესლი მომზადებული ხსნარით ყოველდღე. პირველ თეფშზე დათესილი თესლი მოვრწყოთ პირველ ბოთლში არსებული ხსნარით, მეორე თეფში - მეორე ბოთლით და ა.შ. დავაკვირდეთ, რა მოუვა წიწმატის თესლს რამდენიმე დღეში. ჩავატაროთ იგივე ექსპერიმენტი განსხვავებულად - მომზადებული ხსნარი მოვათავსოთ ქილებში და ჩავდოთ მოჭრილი ყვავილი თითოეულ მათგანში. დავაკვირდეთ, რა მოუვა მცენარეებს რამდენიმე დღეში. ჩავატაროთ ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ - გამოვიყენოთ სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარები. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სუბსტრატებიც (ნივთიერება), მაგალითად: ლიმონმჟავა.
კითხვები:
1.  რა განსხვავებაა თქვენ მიერ გაზრდილ მცენარეებს შორის?
2.  რა გავლენა მოახდინა სხვადასხვა ხსნარით მორწყვამ მცენარეების ზრდაზე? რომელი ხსნარით მორწყვა უფრო სასარგებლო იყო მათი ზრდისთვის და რომელმა ხსნარმა გამოიწვია მცენარის ზრდის შეწყვეტა?
3.  რა განსხვავებაა ტყის წიწმატის მოსარწყავად მომზადებულ ხსნარებს შორის?
საკვანძო სიტყვები: ტყის წიწმატი, მცენარის ზრდა, რეაგირება, ოსმოსი

ბანერები