ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროს წყალი

წყაროს წყალი

მასალა: ბამბა; წინდა; მდინარის ან გუბის წყალი; ქვიშა; ხავსი; ნახშირი (კოცონიდან); ჭიქა; თეფში; ლუპა
პროცედურა: წინდაში მოვათავსოთ მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის ხავსი, ქვიშა და ნახშირი (ხავსი ქვეშ უნდა მოექცეს). წინდა დავდოთ ცარიელ თეფშზე. წინდაში ჩავასხათ წყალი და დაველოდოთ, სანამ წყალი თეფშზე არ გამოჟონავს. წყლის წვეთები ჩავასხათ სუფთა მინის ჭურჭელში და დაველოდოთ მის აორთქლებას. ლუპით დავაკვირდეთ, ნალექის სახით რა დარჩება თეფშზე. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - წინდის ნაცვლად გამოვიყენოთ პლასტმასის ბოთლი. ბოთლს ძირი დავუხვრიტოთ, თავი კი მოვაჭრათ. მიღებული შედეგები შევადაროთ ერთმანეთს. ფილტრისთვის გამოვიყენოთ სხვა კომპონენტები.
კითხვები:
1. წყლის ფერი წინდაში ჩასხმამდე და გაფილტვრის შემდეგ ერთი და იგივე იყო თუ არა?
2. თეფშზე მოთავსებული წყალი ვარგისია თუ არა სასმელად? როგორ შეიძლება ამის შემოწმება?
3. კიდევ როგორ გაასუფთავებდი წყალს?
საკვანძო სიტყვები: ფილტრი, წყალი, ბაქტერია, ვირუსები, პარაზიტები, სუსპენზია

 

ბანერები