ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პორტატული მაცივარი

პორტატული მაცივარი

მასალა: კალიუმის ნიტრატის შემცველი  თხევადი სასუქი, დიდი მინის ჭურჭლით  წყალი,  სუფრის კოვზი, თერმომეტრი

პროცედურა: გავხსნათ 3-4 სუფრის კოვზი სასუქი 100 მლ წყალში, გავზომოთ ხსნარის ტემპერატურა, შევამოწმოთ ხელით ნებისმიერი სასმელის ტემპერატურა, მოვათავსოთ ჭურჭლიანად ხსნარში და დავტოვოთ ხუთი წუთის განმავლობაში. ხელმეორედ გავზომოთ სასუქიანი ხსნარის ტემპერატურა, ამოვიღოთ სასმელიანი ჭურჭელი და შევამოწმოთ ხელით. ჩავატაროთ ექსპერიმენტი სხვადასხვა ტემპერატურის სასმელებზე, მაგ., ცხელსა და ცივ ჩაიზე. დავაკვირდეთ, ახდენს თუ არა გავლენას ტემპერატურის ცვლილებასა და ტემპერატურის ცვლილების სიჩქარეზე ხსნარში სასუქის კონცენტრაცია.

კითხვები:

  1. როგორ შეიცვალა სასუქიანი ხსნარის ტემპერატურა?
  2. როგორ შეიცვალა სასმელის ტემპერატურა? რაზეა ტემპერატურის ცვლილება დამოკიდებული?
  3. როგორ შეიცვლება ნიადაგის ტემპერატურა სასუქის ჭარბი რაოდენობით გამოყენებისას? რა გავლენას მოახდეს ეს მცენარეებზე?

საკვანძო სიტყვები: სითბოს გადაცემა, ტემპერატურა, კალიუმის ნიტრატი, სასუქი, ნიადაგი

ბანერები