ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შექმენი საკუთარი სპექტრომეტრი

შექმენი საკუთარი სპექტრომეტრი

მასალა: მუყაო (უმჯობესია შავი), მუყაოს რგოლი, მაკრატელი, ფურცელი, დანა, საიზოლაციო ლენტი (უმჯობესია შავი), დიფრაქციული მესერი, თეთრი ფურცელი

პროცედურა: გამოვჭრათ მუყაოს რგოლის დიამეტრზე ცოტა უფრო დიდი ზომის მუყაოს ორი კვადრატი,  პირველ კვადრატზე ამოვჭრათ პატარა ზომის კვადრატი და ხვრელში მოვათავსოთ დიფრაქციული მესერი, მეორე კვადრატზე ამოვჭრათ 1-2 მმ სისქის ზოლი,  მუყაოს რგოლის ორივე მხარეს კვადრატები დავამაგროთ საიზოლაციო ლენტით.  გავატაროთ ჩვენს სპექტრომეტრში ნებისმიერი სინათლის წყარო და შევხედოთ დიფრაქციული მესრის საწინააღმდეგო მიმართულოებით.
გავაკეთოთ სხვანაირად: ვნახოთ, როგორ იცვლება სურათი სპექტრომეტრში სინათლის წყაროს ცვლილებით.  გამოვიყენოთ სპექტრომეტრი მზისა და სანთლის შუქზე,  საყოფაცხოვრებო ნათურისა და ეკონომიური ნათურის სინათლეზე დასაკვირვებლად. რა განსხვავებას დავინახავთ, თუ სანთელს მოვაყრით ცოტა მარილს?

კითხვები:

  1. სპექტრომეტრში ყურებისას რა ჩანს მის კედელზე?
  2. შეხედე სპექტრომეტრში შემავალ სინათლეს და შემდეგ სინათლეს თეთრ ქაღალდზე. რა განსხვავებას ამჩნევ?  

საკვანძო სიტყვები: სინათლე, დიფრაქცია, სპექტრი, სპექტრომეტრი

ბანერები