ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყალგაუმტარი ჭიქა

წყალგაუმტარი ჭიქა

მასალა: ჭიქა ან პლასტმასის ჭურჭელი, ჭიქის დიამეტრზე ცოტათი უფრო ფართო პლასტმასის თეფში,  მარლის ნაჭერი, რეზინი

პროცედურა: ავავსოთ ჭიქა წყლით თითქმის ბოლომდე (დავტოვოთ ცარიელი 0.5 სმ). გადავაფაროთ ჭიქას მარლა და მჭიდროდ დავამაგროთ რეზინით. ჭიქას ზემოდან დავახუროთ პოლიეთილენის თეფში. მაგრად დავაჭიროთ ხელი და სწრაფად ამოვაბრუნოთ. შემდეგ ფრთხილად ავიღოთ თეფში. ვცადოთ ამ ექსპერიმენტის ჩატარება სხვადასხვა ზომის ჭურჭელზე. ყოველთვის ერთნაირი იქნება წყლის რეაქცია? შეგვიძლია პლასტმასის თეფში მისივე ზომის შუშის, მუყაოს ან ლითონის თეფშით შევცვალოთ? რა მოხდება, თუ მარლის ნაცვლად გამოვიყენებთ სხვა მატერიას?

კითხვები:

  1. რა მოხდება, როდესაც ჭიქას ავიღებთ? რა არის ამის მიზეზი?
  2.  რა დაემართება ჭიქაში წყალს?
  3. სად შეგინიშნავთ წყლის მსგავსი რეაქცია?

საკვანძო სიტყვები: სითხე, წყალი, ზედაპირის გაჭიმვა

ბანერები