ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნიადაგი მხოლოდ ერთი ტიპისაა თუ არა?

ნიადაგი მხოლოდ ერთი ტიპისაა თუ არა?

მასალა: მუყაოს ლანგარი; ნიჩაბი; ლუპა; ნიადაგი;  PH-ის მაჩვენებელი; „HELLIGE“ სითხე (გამოიყენება ნიადაგში PH-ის გასაზომად); რვეული; ფანქარი; მარკერი
პროცედურა: ნიადაგი გავასუფთავოთ მკვდარი ორგანული ნივთიერებებისგან.  ნიჩბის გამოყენებით  შევაგროვოთ ნიადაგი და დაყაროთ ლანგარზე. ლუპით დავაკვირდეთ, არის თუ არა ორგანიზმები ნიადაგში. ხელით შევაფასოთ ნიადაგის ტენიანობა. ნიადაგი დაზილეთ თითებით. ვცადოთ გუნდის გაკეთება. ცოტაოდენი ნიადაგი ჩავყაროთ PH ინდიკატორში და დავასხათ „HELLIGE“ სითხე. ჩავინიშნოთ შედეგი. გავიმეოროთ მთელი პროცედურა სხვადასხვა ადგილიდან (სკვერიდან, მდინარის ნაპირიდან და ა.შ.) აღებული ნიადაგის გამოყენებით. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - ვცადოთ, დავადგინოთ იზრდება თუ არა ესა თუ ის  მცენარე სხადასხვა  ტიპის ნიადაგზე. შევამოწმოთ, რა არის ნიადაგის ზედა ფენის ქვეშ. რა არის კლდის წარმომშობი?
კითხვები:
1. რაზეა დამოკიდებული ნიადაგის ტენიანობა, სიმკვრივე და PH-ის შემცველობა?
2. შეძელით თუ არა ყველა სახის ნიადაგიდან გუნდის გაკეთება?
3. ნიადაგის რა თვისებები გვაძლევს გუნდის გაკეთების საშუალებას?
საკვანძო სიტყები: ნიადაგი, PH, ტენიანობა, ნიადაგის ანალიზი

ბანერები