ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავტუმბოთ ბუშტი

დავტუმბოთ ბუშტი

მასალა: ბუშტი; პლასტმასის პატარა ბოთლი; საფუარი; შაქარი; თბილი წყალი; ასანთი; სანთელი; პლასტმასის ან მინის ჭიქა
პროცედურა: პლასტმასის ბოთლის ნახევარი შევავსოთ თბილი წყლით. დავუმატოთ ცოტაოდენი შაქარი და დანამცეცებული საფუარი. დავაფაროთ ბოთლს თავსახური და ვანჯღრიოთ გარკვეული დროის განმავლობაში. შემდეგ მოვხსნათ თავსახური და ბოთლის ყელზე წამოვაცვათ ბუშტი. ბოთლი მოვათავსოთ თბილ ადგილას 20-30 წუთით. დავაკვირდეთ ბუშტს. ბუშტი მოვაცილოთ ბოთლს და გადავიტანოთ ჭიქაში. ჭიქაში ფრთხილად ჩავდოთ ანთებული ასანთი. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - სხვა რეაგენტების გამოყენებით, მაგალითად, პლასტმასის ბოთლში ჩავასხათ ცოტაოდენი ძმარი, ერთი სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და ბოთლის ყელზე წამოვაცვათ ბუშტი.
კითხვები:
1. რა მოუვიდა ბუშტს პირველი ექსპერიმენტის დროს?
2. რატომ იყენებთ შაქარს ამ ექსპერიმენტში? რა მოხდება, თუ ექსპერიმენტში არ გამოიყენებთ შაქარს ან ჩაანაცვლებთ მას, მაგალითად, მარილით?
3.  როგორ გავლენას ახდენს აირის წარმოქმნა ასანთის წვის პროცესზე?
საკვანძო სიტყვები: საფუარი, ნახშირორჟანგი



ბანერები