ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცეცხლსაქრობი

ცეცხლსაქრობი

მასალა: ორი გამჭვირვალე ჭურჭელი, წითელი კომბოსტო,  ძმარი, საჭმელი სოდა, ჩაიდანი, წყალი, თხევადი სარეცხი საშუალება

პროცედურა: დავასხათ ადუღებული წყალი ცოტაოდენ წითელ კომბოსტოს და დავტოვოთ 15 წუთით. ამ გზით მივიღებთ კომბოსტოს ნახარშს. შეგვიძლია, გამოვიყენოთ წვენსაწური კომბოსტოს წვენის მისაღებად. ჩავასხათ კომბოსტოს წვენი ორსავე ჭურჭელში 1/5 მოცულობით. ერთ ჭურჭელში დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, მეორე ჭურჭელში - ერთი სუფრის კოვზი ლიმონმჟავა. ერთ-ერთ ჭურჭელში დავამატოთ თხევადი სარეცხი საშუალება. პირველი ჭურჭლიდან სწრაფად გადავასხათ სითხე მეორეში. ვცადოთ სხვანაირად: გამოვიყენოთ ლიმონის წვენი ან ძმარი ლიმონმჟავას მაგივრად, სარეცხი ფხვნილი - საჭმელი სოდის მაგივრად; ერთ-ერთ ჭურჭელში ჩავასხათ ცოტა შამპუნი თხევადი სარეცხი საშუალების ნაცვლად.

კითხვები:

  1. რა ფერისაა კომბოსტოს წვენი?
  2. რა შეფერილობას მიიღებს კომბოსტოს წვენი ძმრის ან სოდის დამატების შემდეგ? რის ნიშანია ეს?
  3. რა მოხდება ორივე ჭურჭელში არსებული სითხეების ერთმანეთში შერევის შემდეგ?  რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსგავს რეაქციას?

საკვანძო სიტყვები: pH, მჟავა, ტუტე, ძმარი, ლიმონმჟავა, წითელი კომბოსტო,  ქაფი

ბანერები