ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რა ხდება წყალში?

რა ხდება წყალში?

მასალა: 5 პატარა, სუფთა ჭიქა ან პლასტმასის ქილა; ლუპა; მიკროსკოპი; ნიტრატის მზომი სტრიპი; ფოსფატის მზომი სტრიპი; წყალგამძლე მარკერი; რვეული; ფანქარი
პროცედურა: ავიღოთ წყლის ნიმუშები 5 სხვადასხვა ადგილიდან. ჭიქა წინასწარ გამოვრეცხოთ იმავე წყლით, რომელსაც ჩავასხამთ გასაზომად. დავნომროთ თითოეული ქილა შემდეგი ინფორმაციის მითითებით: თარიღი, წყლის ნიმუშის აღების ადგილი და პიროვნების სახელი, რომელმაც აიღო ნიმუში. განვსაზღვროთ თითოეული ნიმუშის ფერი, სისუფთავე და სუნი. ლუპით შევამოწმოთ, წყალში ხომ არი არის რაიმე ორგანიზმი. თითოეულ ნიმუშში განვსაზღვროთ კონკრეტული ქიმიური ნივთიერების კონცენტრაცია (ნიტრატები, ნიტრიტები და ფოსფატები). იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - ამჯერად მიკროსკოპის გამოყენებით შევამოწმოთ, არის თუ არა ორგანიზმები წყალში. შევამოწმოთ წყლის გარეგნული თვისებები და ქიმიური შედგენილობა სხვადასხვა სეზონზე. შევადაროთ შედეგები და შევამოწმოთ, რომელიმე ნიმუშის თვისებები ხომ არ იცვლება სეზონის მიხედვით. შევამოწმოთ, ნიტრიტებისა და ნიტრატების კონცენტრაცია ხომ არ არის დაკავშირებული ამონიუმის იონის, ნახშირორჟანგის, რკინის, კალიუმის და სხვა ელემენტების კონცენტრაციასთან.
კითხვები:
1. რა ფაქტორები ახდენს გავლენას წყლის ფერსა და სუნზე?
2. წყალში რკინის კონცენტრაცია არის თუ არა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ადგილიდან არის აღებული წყლის ნიმუში?
3. რა ფაქტორები ახდენს გავლენას ქიმიური ნივთიერებების შემცველობაზე?
საკვანძო სიტყვები: წყალი, ფიზიკური და ქიმიური ანალიზი, წყლის სისუფთავე, ქიმიური შედგენილობა, მიკროორგანიზმები

ბანერები