ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალუმინის ქილა

ალუმინის ქილა

მასალა: ალუმინის ცარიელი ქილა, თასი, გაზქურა,  მეტალის მაშა (ქილის დასაჭერად) ცივი წყალი, ასანთის ღერები

პროცედურა: ჩავასხათ წყალი სოდიანი ქილის 0.5 სმ სიმაღლეზე. ჩავასხათ ცივი წყალი თასის დაახლოებით 3/4-ზე.  მაშით ავიღოთ ქილა და დავდგათ გაზქურის ალზე. დავტოვოთ ასე, სანამ წყალი ადუღდება და აორთქლებას დაიწყებს. გვახსოვდეს, რომ ქილა ალზე ძალიან ცხელდება, და ფრთხილად ვიყოთ.  როდესაც წყალი ადუღდება, მაშით სწრაფად ავიღოთ ქილა და მოვათავსოთ წყლიან თასში.  მნიშვნელოვანია, რომ ალუმინის ქილა თასში ვერტიკალურად იდგეს. გავაჩეროთ ქილა ამ პოზიციაში რამდენიმე წუთს და დავაკვირდეთ. ვცადოთ სხვანაირად: რა მოხდებოდა, თასში ცივის ნაცვლად ცხელი წყალი რომ ყოფილიყო?  ჩავატაროთ ექსპერიმენტი უფრო სუსტ ან მკაცრ პირობებში.

კითხვები:

  1. რა დაემართა ქილას? რამ გამოიწვია ეს ეფექტი?
  2. ეფექტი იგივე იქნებოდა, თუ ქილას თბილ წყალში ჩავდგამდით?
  3. რა ტემპერატურულ ცვლილებას განიცდის ჩვენი ორგანიზმი?

საკვანძო სიტყვები: ალი, ტემპერატურა, დუღილი, წყალი, მოცულობა

ბანერები