ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფოტოსინთეზი - არის მწვანე ფოთოლი მხოლოდ და მხოლოდ მწვანე?

ფოტოსინთეზი - არის მწვანე ფოთოლი მხოლოდ და მხოლოდ მწვანე?

მასალა: ერთი მუჭა ფოთოლი (მაგალითად ოხრახუში); სპირტი; აცეტონი; კირხსნარი და ქვასანაყი; პატარა გამჭვირვალე ჭურჭელი, მაგალითად, პლასტმასის ჭიქა ან მინის ქილა; პიპეტი ან სუფთა პატარა ფუნჯი; ფილტრის ქაღალდი ან ყავის საფილტრავი ქაღალდი; სამაგრი; ხის ჯოხი
პროცედურა: ამოვჭრათ ღეროები ფოთლებიდან. იმ შემთხვევაში, თუ ხის ფოთლებს ავიღებთ, ამოვჭრათ ძარღვები, ფოთლები მაკრატლით დავანაკუწოთ და ჩავყაროთ სანაყში. დავასხათ ესენცია ისე, რომ ყველა ფოთოლი ოდნავ დაიფაროს სითხით, და დავნაყოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ მწვანე სუსპენზიას. იმისთვის, რომ უფრო ადვილად დაინაყოს, სანაყში ჩავყაროთ ცოტაოდენი ქვიშა. მიღებული სუსპენზია გავაჩეროთ 5-10 წუთით. ამ დროის განმავლობაში დავჭრათ ფილტრის ქაღალდი ვიწრო მართკუთხედებად. სუსპენზია ჩავასხათ მინის ჭურჭელში ისე, რომ ფოთლები და ქვიშა არ გადმოყვეს. დაახლოებით 1-2 მლ  აცეტონი ჩავასხათ პატარა ჭიქაში ან ქილაში. პიპეტით ან პატარა ფუნჯით დავასხათ ერთი წვეთი გამოწურული სითხე ფილტრის ქაღალდით გაკეთებულ სტრიპს ისე, რომ ქაღალდის ბოლოდან დაშორება იყოს 3 სმ, და დაველოდოთ, სანამ წვეთი არ შეიწოვება. შემდეგ კვლავ დავაწვეთოთ იმავე ადგილას. დავრწმუნდეთ, რომ ქაღალდის ლაქას აქვს მუქი მწვანე ფერი. ქაღალდის სამაგრით დავამაგროთ სტრიპი ხის ჯოხზე და მოღუნეთ ჯოხი ისე, რომ ჯოხის კიდე მოექცეს აცეტონით სავსე ჭურჭელთან და შესაძლებელი გახდეს სტრიპების ქვედა ნაწილის აცეტონში ჩაძირვა. პიგმენტიანი წვეთი არ უნდა ჩაიძიროს აცეტონში. მაშინ, როცა აცეტონი მიაღწევს სტრიპის უმაღლეს წერტილს, ამოვიღოთ სტრიპი და გავაშროთ. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - სხვადასხვა სახის ან ფერის ფოთლების (არყის, წიფლის, მუხის, ნეკერჩხლის, ფიჭვისა და ნაძვის) გამოყენებით. შევამოწმოთ, განსხვავდება თუ არა ისინი პიგმენტის მიხედვით. შევამოწმოთ, მაგალითად, ნეკერჩხლის წითელ ფოთოლსაც იგივე პიგმენტი აქვს, რაც მწვანე ფოთოლს თუ არა. ექსპერიმენტში ჩავრთოთ ერთი მცენარის სხვადასხვა ნაწილი - ფოთოლი, ღერო, ყვავილი, ფესვი - და შევადაროთ შედეგები; შევადაროთ ერთი, მაგრამ სხვადასხვა ასაკის (ნერგის, რამდენიმე წლისა და დამჭკნარი) მცენარის ფოთლის პიგმენტები; შევადაროთ მზით სხვადასხვაგვარად განათებული ადგილებიდან აღებული ფოთლის პიგმენტები; შევადაროთ ერთი მცენარის სხვადასხვა სეზონზე შეგროვებული ნაწილები.
კითხვები:
1.  რა გამოჩნდა ქაღალდის სტრიპზე, როცა აცეტონით გაიჟღინთა?
2.  რამდენი და რომელი ფერები მიიღეთ დაკვირვების შედეგად?
3.  რა კანონზომიერებით მიიღეთ ფერები? რომელი ფერი დომინირებს?
საკვანძო სიტყვები: ფოტოსინთეზი, პიგმენტები, ფოთლები, ქრომატოგრაფია

ბანერები