ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საპნის დამზადება

საპნის დამზადება

მასალა: 200 გ პალმის ზეთი; 100გ ქენოლას ზეთი; 100გ მზესუმზირას ზეთი; 100 გ ზეითუნის ზეთი; 50 გ აბუსალათინის ზეთი; 184 მლ გამოხდილი წყალი; 69 გ NaOH, 500 მლ-იანი მინის ქილა; ხის კოვზი; სასწორი; დამცავი ხელთათმანები; დამცავი სათვალე; ჰიდროქსიდის ხსნარების მიმართ რეზისტენტული (წინააღმდეგობის გამწევი) თერმომეტრი; პირსახოცი; პლასტმასის ჭურჭელი (მაგალითად, მარგარინის ცარიელი ყუთი); დანა და საჭრელი დაფა; გლუვი და პრიალა ქაღალდი; ინდიკატორული ქაღალდი ან წითელი კომბოსტოს წვენი
პროცედურა: გავაცხელოთ პალმის ზეთი თასში, ისე რომ მთლიანად გადნეს. გავხსნათ ნატრიუმის ჰიდროქსიდი წყალში ძალიან ფრთხილად, რადგან NaOH ძალიან კოროზიულია. გამოვიყენოთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე. გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რომ არ შევისუნთქოთ ხსნარის გამონაბოლქვი. გავზომოთ ხსნარის ტემპერატურა თასში - ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 55oC.  გამდნარ პალმის ზეთს დავუმატოთ სხვა ცხიმი - ქენოლას, მზესუმზირასა და აბუსალათინის ზეთი და ავურიოთ. გავზომოთ მიღებული მიქსტურის ტემპერატურა - დაახლოებით უნდა იყოს 50-60oC. თუ ტემპერატურა უფრო მაღალია, თასი მოვათავსოთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელში და შიგთავსი გავაგრილოთ. ფრთხილად  დავუმატოთ NaOH-ის ხსნარი და ენერგიულად ვურიოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში  (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერი) მანამ, სანამ არ მივიღებთ პუდინგის მსგავს სქელ  მასას. მიღებული ტექსტურა ჩავასხათ პლასტმასის ჭურჭელში (მაგალითად, მარგარინის ყუთში) და ჭურჭელს შემოვახვიოთ ჯერ სამზარეულოს ფოლგა, შემდეგ პირსახოცი. მოვათავსოთ თბილ ადგილას. დაახლოებით 30 საათის შემდეგ საპონი დამცავი ხელთათმანებით ამოვიღოთ  ყუთიდან და დავჭრათ დანით. საპნის ნაჭრები მოვათავსოთ გლუვსა და პრიალა ქაღალდზე და დავდოთ გრილ ადგილას დაახლოებით 4 კვირით. ყოველდღე  შევამოწმოთ თქვენი საპნის ურთიერთქმედება ინდიკატორული ქაღალდის საშუალებით (ან წითელი კომბოსტოს წვენით) და ჩავიწეროთ დაკვირვების შედეგები. საპონი ოთხი კვირის შემდეგ ვარგისი იქნება მოხმარებისთვის. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - გამოვიყენოთ სხვა სახის ზეთი, მაგალითად, ქოქოსისა. ასევე შესაძლებელია საპნის გაფერადება წითელი წიწაკის, ფხვნილების ან საკვები საღებავების საშუალებით. საღებავი უნდა დავუმატოთ მანამ, სანამ საპნის მიქსტურას მოვათავსებთ პლასტმასის ყუთში. ნელსურნელებისთვის საპნის მასას პლასტმასის ყუთში მოთავსებამდე დავუმატოთ რამდენიმე წვეთი არომატიზატორი.
კითხვები:
1.  რა ხდება, სანამ ნატრიუმის ჰიდროქსიდი გაიხსნება წყალში?
2.  როგორ იცვლება საპნის ურთიერთქმედება ოთხი კვირის განმავლობაში?
საკვანძო სიტყვები: საპონი, საპნის მიღება, ცხიმი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, რეაქცია

ბანერები