ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჭიანჭველას მჟავა - ჭიანჭველების საიდუმლო იარაღი

ჭიანჭველას მჟავა - ჭიანჭველების საიდუმლო იარაღი

მასალა: ქაღალდის/ნაჭრის ხელსახოცები; ჭიანჭველების ბუდე; ხის გრძელი ჯოხი
პროცედურა: ხის ჯოხს შემოვახვიოთ ხელსახოცი და 30 წამის განმავლობაში ვარხიოთ ნაზად ჭიანჭველების ბუდის თავზე. ჭიანჭველები ნაზად შევარხიოთ ხელსახოცით და შემდეგ ფრთხილად დავყნოსოთ ქსოვილი. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - ხელსახოცი ფრთხილად მოვათავსოთ ბუდეში ისე, რომ არ დავანგრიოთ ის. შევამოწმოთ, სუნი გაძლიერდა თუ არა. მოვძებნოთ ცოტაოდენი ჭინჭარი, მისი ფოთლები დავაზილოთ ახალ, სუფთა ხელსახოცს და ხელახლა დავარხიოთ.
კითხვები:
1.  როგორი სუნი აქვს ქსოვილს? რას გახსენებთ ის? აღწერეთ.
2. როგორ იქცეოდნენ ჭიანჭველები, როცა მათი ბუდის თავზე არხევდით ჯოხს?
საკვანძო სიტყვები: ჭიანჭველას მჟავა, ჭიანჭველა, ჭინჭარი, საველე ექსპერიმენტი

ბანერები