ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყინულის კუბები

ყინულის კუბები

მასალა: ერთი ზომის ორი თეფში; ყინულის კუბები; ცხვრის მატყლი; მატყლის ან ბეწვის ქურთუკი
პროცედურა: ერთი და იმავე რაოდენობის ყინულის კუბი დავდოთ ორივე თეფშზე. ერთ-ერთი თეფში დავფაროთ მატყლით. მეორე თეფშს არაფერი არ დავაფაროთ. დავაკვირდეთ, რა მოუვა ყინულის კუბს რამდენიმე წუთში.
იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - ვთხოვოთ ერთ-ერთ ადამიანს, ჩაიცვას ბეწვის ან მატყლის ქურთუკი და 10 წუთის განმავლობაში გაჩერდეს თბილ ოთახში. თუ სიცივეა, სთხოვეთ მას, იხტუნაოს მცირე ხანს. დააკვირდით კანის დაუფარავ ნაწილებს.
კითხვები:
1. რა მოსდის ყინულის კუბებს ორივე თეფშზე? რატომ?
2. რა არის მატყლის ფუნქცია?
საკვანძო სიტყვები: სიცხე, დნობა, ყინული, თბოიზოლაცია

ბანერები