ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გენეტიკა სამზარეულოში

გენეტიკა სამზარეულოში

მასალა: ხახვი; არაიოდიზირებული სუფრის მარილი; მშრალი სპირტი; თხევადი სარეცხი საშუალება; ქვასანაყი ან ბლენდერი; პატარა ძაბრი; ფილტრი (შეიძლება ყავის ფილტრის გამოყენება); კბილის ჩხირები; წყლის ჭურჭელი: ორი ჭიქა, პატარა ქოთანი, სინჯარა; ყინულის კუბები; დანა; საჭრელი დაფა; ჩაის კოვზი; ახალი ანანასი
პროცედურა: ექსპერიმენტის დასაწყისში ნახევარ ჭიქა წყალში გავხსნათ ერთი ჩაის კოვზი მარილი. ჩავდოთ რამდენიმე ყინულის კუბი პატარა ქოთანში. წვრილად დავჭრათ ხახვი, ჩავყაროთ სანაყში ან ბლენდერში და დავამატოთ ორი ჩაის კოვზი მარილიანი წყალი. ვურიოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ცომის მსგავს თხელ მასას (ბლენდერში უფრო მეტი მარილიანი წყალია საჭირო და 3 წუთზე მეტხანს არ ვურიოთ). მიღებული მასა ჩავასხათ ჭიქაში და დავამატოთ მარილიანი წყალი. შემდეგ დავამატოთ რამდენიმე წვეთი თხევადი სარეცხი საშუალება და მოვურიოთ. ჭიქა მოვათავსოთ ყინულით სავსე ქოთანში. დროდადრო მოვურიოთ და დაველოდოთ 5 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი უნდა გახდეს წებოვანი. ანანასი დავჭრათ კუბებად და გამოვწუროთ წვენი. წვენის რამდენიმე წვეთი დავამატოთ ნარევს. ჩავდოთ ფილტრი ძაბრში. ძაბრი მოვათავსოთ სინჯარაში და გავფილტროთ არსებული მასა (ისე, რომ სინჯარაში იყოს ca. 5 მლ სითხე). მოვაშოროთ ძაბრი. სინჯარაში არსებულ სითხეს ჩაის კოვზით დავუმატოთ ესენცია. არ მოვურიოთ. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - ხახვი შევცვალოთ პომიდვრით ან კივით.
კითხვები:
1.  რა ხდება იმ ადგილას, სადაც ესენცია ერევა მიქსტურას?
2.  შეამოწმეთ, რისგან არის აგებული უჯრედების მემბრანა, და იფიქრეთ, რატომ გამოიყენეთ ექსპერიმენტში თხევადი სარეცხი საშუალება.
საკვანძო სიტყვები: დნმ, ხახვი, განცალკევება, გენეტიკა
http://www.kmo.org.pl/index.php?strona=scenariusz&scenariusz_id=148

ბანერები