ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჭიქა-ტელეფონი

ჭიქა-ტელეფონი

მასალა: ორი პლასტმასის ჭიქა; კბილის ჩხირი; ძაფი
პროცედურა: ორი ჭიქის ფსკერის შუა ნაწილი დავხვრიტოთ კბილის ჩხირით, თითოეულ ნახვრეტში გავუყაროთ ძაფი და მივაბათ კბილის ჩხირს ჭიქის შიგნიდან. ვინმეს ვთხოვოთ ჭიქის ყურთან მიტანა. გავჭიმოთ ძაფი და ვთქვათ რაიმე მეორე ჭიქაში. გავიმეოროთ ექსპერიმენტი, მაგრამ ამჯერად ძაფები არ გავჭიმოთ. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - ძაფი შევცვალოთ თხელი მავთულით. ვცვალოთ ტონალობა - ხმადაბლა/ხმამაღლა. შევცვალოთ ჭურჭელი.
კითხვები:
1. რა მოხდა, როცა რაღაც თქვით ჭიქაში?
2. როდის და რატომ მუშაობს უკეთ ჭიქა-ტელეფონი?
3. როგორ მუშაობს ჭიქა-ტელეფონი? სად შეიძლება გამოიყენოთ ეს ფენომენი?
საკვანძო სიტყვები: ბგერა, ვიბრაცია, კომუნიკაცია, ხმა, მეტყველება, მოსმენა

 

ბანერები