ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქიმიური იო-იო

ქიმიური იო-იო

მასალა: მაღალი, გამჭირვალე ჭურჭელი (მენზურა, პლასტმასის  ჭიქა), არაგამჭვირვალე კონტეინერი  (შესაძლებელია მომცრო ზომის), კოქტეილის ჩხირები ან პიპეტი,  მცენარეული ზეთი, ძმარი, წითელი კომბოსტო, საჭმელი სოდა,  ჩაიდანი, წყალი

პროცედურა: წითელი კომბოსტოს რამდენიმე ფურცელს დავასხათ მდუღარე და გავაჩეროთ 15 წუთით. შეგვიძლია გამოვიყენოთ წვენსაწურიც. მაღალ ჭურჭელში ჩავყაროთ  საჭმელი სოდა ძირიდან 1 სმ-ზე ისე, რომ არ მოხვდეს ჭურჭლის კედელებზე.  დავამატოთ ზეთი ჭურჭლის მოცულობის 4/5-ზე  ფრთხილად, რომ  არ შეერიოს სოდას.  მეორე კონტეინერში შევურიოთ ძმარი კომბოსტოს ნახარშს ისე, რომ ინტენსიური ფერი მიიღოს. შეღებილი ძმარი ჩხირით ან პიპეტით ჩავაწვეთოთ ზეთში და ჩხირი გავაჩეროთ.  დავაკვირდეთ, რა მოხდება როდესაც ხსნარი შეეხება ზეთს და სოდას.  
წითელი კომბოსტოს წვენის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბორჩში, კენკრის წვენი ან იბისკუსი. ზეთში ჩავამატოთ  ერთი წვეთი ძმარი და ერთი წვეთი კომბოსტოს წვენი. ძმრის ნაცვლად გამოვიყენოთ  ლიმონის წვენი.  ექსპერიმენტის ბოლოს შეგვიძლია დავლიოთ მთელი ძმრის ნარევი და ზეთი.

კითხვები:

  1. რა ფერისაა ძმრისა და კომბოსტოს წვენის ნარევი?
  2. რა ემართება ძმრის წვეთებს ზეთში?
  3. რა ხდება წვეთების სოდასთან შეხებისას? როგორ გამოიყურება წვეთი?

საკვანძო სიტყვები: მჟავა, ფუძე,  ძმარი, ლიმონმჟავა, წითელი კომბოსტო,  ნახშირის (IV) ოქსიდი

ბანერები