ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აქაფებული მცენარეები

აქაფებული მცენარეები

მასალა: ხილი (მაგალითად, ვაშლი); ბოსტნეული (მაგალითად, პომიდორი, ოხრახუში, სტაფილო); ფოთლები; ღეროები; გამჭვირვალე კონტეინერები პეროქსიდის ნიმუშისთვის
პროცედურა: დავანაწევროთ მცენარე პატარა და მეტ-ნაკლებად თანაბარი ზომის ნაწილებად ხელით, დანით ან სახეხით. ჩავდოთ ნიმუშები კონტეინერებში და თითოეულ ნიმუშს დავასხით პეროქსიდი. დავაკვირდეთ, რა მოხდება ნიმუშების ზედაპირზე. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - პეროქსიდი დავასხათ ახალი, უმი (სისხლიანი) ხორცის ნაჭერს. რა შედეგს მივიღებთ?
კითხვები:
1.  სად წარმოიქმნა ყველაზე მეტი ქაფი და სად ყველაზე ნაკლები? რის ნიშანი შეიძლება იყოს ეს?
2.  რომელ ნიმუშებში არ წარმოიქმნა ქაფი საერთოდ? რატომ?
საკვანძო სიტყვები: კატალიზი, ენზიმები, ჟანგბადი, პეროქსიდი, წყალბადის პეროქსიდი

ბანერები