ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არის თუ არა ყველა სახის შაქარი საკვებად ვარგისი?

არის თუ არა ყველა სახის შაქარი საკვებად ვარგისი?

მასალა: კარტოფილის სახამებელი; ბამბა; ცივი და ცხელი წყალი; იოდი; ორი ჯამი; ორი ჩაის კოვზი
პროცედურა: ერთ ჯამში ჩავდოთ ბამბა, ხოლო მეორეში - ერთი სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი. ავურიოთ სახამებელი ცივ წყალში ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებულ მასას დავასხათ ცხელი წყალი და სუფრის კოვზით ვურიოთ ენერგიულად ჟელეს (კისელის) მიღებამდე. დავასხათ წყალი ბამბას და ავურიოთ. დავამატოთ იოდის ერთი წვეთი თითოეულ ჭურჭელს და დავაკვირდეთ. დავამატოთ ნერწყვი ორივე ჭურჭელს და მოვურიოთ კარგად. დავაკვირდეთ, რა მოსდის ბამბას და რა მოსდის კისელს. ჩავატაროთ იგივე ცდა განსხვავებულად, იოდის ნაყენი დავამატოთ ბოლო ეტაპზე - ნერწყვის დამატების შემდგომ. გამოვიყენოთ ქსოვილი, ლიგნინი („ხის ბამბა“) ან ქაღალდი ბამბის ნაცვლად. გამოვიყენოთ კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ. ფქვილის ნაცვლად.
კითხვები:
1. რა ფერისაა იოდი და ბამბა? იოდი და კისელი?
2. რა მოხდა თითოეულ ჭურჭელზე ნერწყვის დამატების შემდეგ? ორივე ჭურჭელში ცვლილება ერთნაირია თუ არა?
3. რას შეიძლება გამოეწვია ცვლილებები?
საკვანძო სიტყვები: საკვების მონელება, პტიალინი, ნერწყვის ამილაზა, ნერწყვი, კისელი, სახამებელი, ცელულოზა

ბანერები