ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გემი ბოთლში

გემი ბოთლში

მასალა: მაღალი ჭიქა, ფართოძირიანი ჭურჭელი, იმხელა სანთელი, რომ ჭიქაში ჩაეტიოს. კბილის ჩხირები, წყალი, ასანთი
ალტერნატივა: პლასტმასის ბოთლი 

პროცედურა: ჩავასხათ 1,5 ლიტრი წყალი ფართოძირიან ჭურჭელში, ჩავდოთ წყალში სანთელი ისე, რომ ზედაპირზე ტივტივებდეს. ავანთოთ სანთელი და დავახუროთ ჭიქა. ჩავატაროთ იგივე ექსპერიმენტი ასანთის ღერებით. ასანთის ღერები ჩავარჭოთ სანთელზე და მოვუკიდოთ ღერებს ცეცხლი. დავაკვირდეთ, ალისა და ჭურჭლის განსხვავებული ზომა გვაძლევს თუ არა განსხვავებულ ეფექტს თუ ეფექტი ყოველთვის ერთნაირია? შეგვიძლია ჩავატაროთ იგივე ექსპერიმენტი უფრო ფართო მასშტაბით, მაგ., გამოვიყენოთ ლარნაკი და უფრო დიდი ზომის სანთელი.

კითხვები:

  1. რა დაემართა სანთელს? რა მოხდა ჭურჭელში, როდესაც სანთელს დავაფარეთ?
  2. კარგად დავაკვირდეთ ჭურჭლის კედლებს. რას დავინახავთ? რა სახის წვის რეაქცია მიმდინარეობს? რა შედეგს ვღებულობთ?
  3. როგორ იცვლება ჭურჭელში ჰაერის ტემპერატურა და წნევა ექსპერიმენტის მიმდინარეობისას?

საკვანძო სიტყვები: ნათება, სანთელი, წნევა, უარყოფითი წნევა, ჰიდროსტატიკა, გაფართოება, აირები

ბანერები