ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რას შეიცავს კარტოფილი?

რას შეიცავს კარტოფილი?

მასალები: კარტოფილი; წყალი; იოდის ნაყენი; პიპეტები ან საწრუპი (იოდის ნაყენის წვეთ-წვეთად დასამატებლად); დანა; საჭრელი დაფა; ორი პლასტმასის ჭიქა; მოზრდილი თასი
პროცედურა: ჩავასხათ ერთი და იმავე რაოდენობის წყალი ორივე ჭიქაში და დავამატოთ რამდენიმე წვეთი იოდის ნაყენი. ერთ-ერთ ჭიქას დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი. იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - კარტოფილი შევცვალოთ კარტოფილის სახამებლით. შევამოწმოთ ასევე, როგორ შედის რეაქციაში იოდის ნაყენი პურთან, ბრინჯთან, ბურღულეულთან და მაკარონთან.
ექსპერიმენტის ბოლოს, შეგვიძლია ჩავანერწყვოთ ჭიქაში, რომელშიც წყალია იოდის ნაყენითა და კარტოფილით. ჭიქა მოვათავსოთ თბილი წყლით სავსე თასში. დაველოდოთ და დავაკვირდეთ შედეგს.
კითხვები:
1. რა ფერისაა წყალში გახსნილი იოდის ნაყენი?
2. რა მოსდის ჭიქაში მოთავსებულ კარტოფილს?
3. ექსპერიმენტის ბოლოს რა ფერისაა კარტოფილი? რის ნიშანი შეიძლება იყოს ეს?
საკვანძო სიტყვები: კარტოფილი, სახამებელი, იოდის ნაყენი
HTTP://WWW.KMO.ORG.PL/INDEX.PHP?STRONA=SCENARIUSZ&SCENARIUSZ_ID=146


ბანერები