ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სინათლე? სიბნელე?

სინათლე? სიბნელე?

მასალა: ორი პატარა ბოთლი, ასანთი, წყალბადის ზეჟანგი, კალიუმის პერმანგანატი (KMN4) ძმარი, საჭმელი სოდა

პროცედურა: ერთ-ერთ ბოთლში ჩავასხათ მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი და დავუმატოთ KMnO4. მეორე ბოთლში ჩავასხათ ცოტა ძმარი და დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. ორივე ბოთლში ჩავდოთ ანთებული ასანთი, გავაჩეროთ ალი ხსნარის ზედაპირზე. ვცადოთ სხვანაირად: ძმრის ნაცვლად გამოვიყენოთ ლიმონის წვენი, სოდის ნაცვლად კი - სარეცხი ფხვნილი.

კითხვები:

  1. რა მოხდა სოდისა და ძმრის შერეევის შემდეგ?
  2. რა მოხდა წყალბადის ზეჟანგისა და KMnO4-ის შერევის შემდეგ?
  3. რა რეაქცია გამოიწვია თითოეულ ბოთლში ალის კონტაქტმა? ერთნაირი იყო რეაქცია თუ განსხვავებული? რა შეიძლება შევამჩნიოთ?

საკვანძო სიტყვები: აირი, ჟანგბადი, დაშლა, ტუტე, მჟავა, წყალბადის ზეჟანგი

ბანერები