ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფეთქებადი ნარევი

ფეთქებადი ნარევი

მასალა: ორი თასი, წითელი კომბოსტოს წვენი, საჭმელი სოდა, ლიმონმჟავა, სუფრის კოვზები

პროცედურა:  ორ თასში გავანაწილოთ წითელი კომბოსტოს წვენი. პირველ თასში კომბოსტოს წვენს დავუმატოთ საჭმელი სოდა, მეორე თასში კი - ლიმონმჟავა და კარგად ავურიოთ. სოდიანი კომბოსტოს წვენი დავასხათ  ლიმონმჟავიან კომბოსტოს წვენს. ვცადოთ სხვანაირად:  კომბოსტოს წვენის ნაცვლად გამოვიყენოთ წყალი, მოცხარის, ჰიბისკუსის ან მოცვის წვენი.  გამოვიყენოთ ლიმონის წვენი ან ძმარი ლიმონმჟავას ნაცვლად, სარეცხი ფხვნილი - საჭმელი სოდის ნაცვლად. სანამ ხსნარებს შევურევთ ერთმანეთს, ლიმონმჟავიან ხსნარს დავამატოთ თხევადი სარეცხი საშუალება და ანთებული ასანთის ღერი შევახოთ ნარევს.

კითხვები:

  1. რა ფერისაა კომბოსტოს წვენი?
  2.  რა ფერისაა კომბოსტოს წვენი ძმრისა და საჭმელი სოდის შერევის შემდეგ?  რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
  3. რა მოხდა ორი ხსნარის შერევით? რა არის ამ რეაქციის მიზეზი?

საკვანძო სიტყვები:  მჟავა, ტუტე, რეაქცია, ნეიტრალიზაციის რეაქცია

ბანერები