ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კიტრის უჯრედი

კიტრის უჯრედი

მასალა: მჟავე კიტრი; სპილენძისა და თუთიის ლურსმანი; მისალოცი ბარათი მუსიკალური ყუთით და/ან დიოდი; რეზინები; ვოლტერმეტრი
პროცედურა: ჩავარჭოთ სპილენძისა და თუთიის ლურსმანი კიტრში. დავამაგროთ მავთული მისალოცი ბარათიდან ან დიოდური ხელსაწყოდან ლურსმანზე (ერთი მავთული ერთ ლურსმანზე). ჩავარჭოთ ლურსმანი სხვა კიტრებშიც (საჭიროა, სულ მცირე, ოთხი კიტრი). დავაკავშიროთ ყველა კიტრი წრიული სერიის პრინციპით - ერთ კიტრზე დამაგრებული თუთიის ლურსმანი დავაკავშიროთ სხვა კიტრზე დამაგრებულ სპილენძის ლურსმანს რეზინით. დავდოთ მუსიკალური ყუთი ან დიოდი ყველაზე შორს მდებარე იმ ორი ლურსმნის საპირისპიროდ, რომლებიც არ არიან წრიულ სერიაში ჩართული.
იგივე ექსპერიმენტი ჩავატაროთ განსხვავებულად - შევამოწმოთ, თუ რა რეაქციას იწვევს სხვადახვა ბოსტნეულისა თუ ხილის უჯრედები. რა მოხდებოდა, თუ სხვა სახის ლურსმანს გამოვიყენებდით? ვოლტერმეტრით შეამოწმეთ უჯრედების ძაბვა (აიღეთ სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი და შეადარეთ სხვადასხვა ელემენტების შედგენილობა).
კითხვები:
1. როდის აინთო დიოდის სინათლე/ამუშავდა მუსიკალური ყუთი?
2. რა განაპირობებს იმას, რომ მჟავე კიტრი საუკეთესო მასალაა ექსპერიმენტისთვის?
საკვანძო სიტყვები: უჯრედი, ელექტროლიტი, მჟავა, ხილი, ბოსტნეული


ბანერები