ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპიკერობის შესაძლებლობა

სპიკერობის შესაძლებლობა

სამეცნიერო კაფეში შეხვედრები სხვადასხვა ფორმატით წარიმართება:
✔ ილიაუნის პროფესორების, მკვლევრების და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევების პრეზენტაციები; 
✔ მსოფლიო სამეცნიერო სიახლეების პრეზენტაცია - Journal Club;
✔ ილიაუნის სტუდენტების და მკვლევრების შთაბეჭდილებების პრეზენტაცია იმ ქვეყნების შესახებ, რომლებშიც იმოგზაურეს - მოგზაურთა კლუბი; 
✔ ახალგაზრდა მკვლევრების კვლევების პროგრეს-რეპორტები - მრჩეველთა კლუბი; 
✔ სტუდენტური კვლევების ანგარიშების პრეზენტაცია;
✔ შეხვედრები მოწვეულ ლექტორებთან;
✔ თავისუფალი თემა.

თუ გსურთ, გახდეთ ილიაუნის სამეცნიერო კაფეს სპიკერი, ისაუბროთ თქვენთვის საინტერესო თემაზე, მიიღოთ რჩევები თქვენ მიერ დაგეგმილი კვლევის მეთოდების გასაუმჯობესებლად, გაგვიზიაროთ თქვენ მიერ წაკითხულ საინტერესო სტატიაზე ან ექსპედიციაზე შთაბეჭდილებები, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი მოხსენების სცენარის შემუშავებაში. ამისათვის საჭიროა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის - [email protected]

ბანერები